ტრენინგ კურსი, რომელიც განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მცირეწლოვან ბავშვებთან.
ეს სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს მომვლელებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას, რაც საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მცირეწლოვანი ბავშვებთან საკუთარი თერაპიული მუსიკალური პროგრამის შესამუშავებლად.
ეს 12-თვიანი პროგრამა მოიცავს ონლაინ სასწავლო სესიების ციკლს, წერით დავალებებს, ორდღიან დასრასწრებ ინტენსიურ შეხვედრას და პრაქტიკულ დავალებებს ზედამხედველობის ქვეშ.
შეისწავლეთ თეორია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუსიკალურ თერაპიული პრაქტიკის გამოცდილებასა და კვლევით მიგნებებს ეყრდნობა.
გააფართოვეთ თქვენი პროფესიული არსენალი ახალი მუსიკალური რესურსებით
შეიძინეთ ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის სიღრმისეული ცოდნა, რომელიც თერაპიული პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია
გამოცდილი მუსიკალური თერაპევტის მეთვალყურეობის და მხარდაჭერის პირობებში, თავდაჯერებით გამოიყენეთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.
კურსმა მომცა პრაქტიკული ხედვები და ინსტრუმენტები, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე საკლასო ოთახში. მუსიკაზე დაფუძნებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ინტეგრაციას, კომუნიკაციას და ემოციების გამოხატვას, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და ენობრივი სირთულეების მქონე ბავშვების შემთხვევაში. მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მუშაობის მეთოდების გამრავალფეროვნებას და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებას.
თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ კურსში!
თითოეული ბავშვის პროგრესი ინდივიდუალური ტემპით მიმდინარეობდა, ხოლო მუსიკა ხელს უწყობდა კომუნიკაციას, მეგობრობას, ემპათიას და თვითრეგულაციას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გზით.
ჩემთვის ყველაზე სასარგებლო იყო იმის სწავლა, თუ როგორ შეიძლება მუსიკის გამოყენება კომუნიკაციისთვის, ემოციების გამოსახატვისთვის და ურთიერთობების დასამყარებლად