ჩვენს შესახებ
„მუსიკა, როგორც საერთაშორისო თერაპია“ 25 წელზე მეტია რაც შთააგონებს, ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს სპეციალისტების რომ მუსიკა გამოიყენონ ზრუნვის გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.
ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკის გააზრებულად გამოყენებისას, შესაძლებელია ზრუნვისა და ურთიერთობების ტრანსფორმაცია, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს განსხვავებულად შეხედონ იმ პიროვნებას, ვისზეც ზრუნავენ.
მუსიკალური თერაპიის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენი ტრენინგი მზრუნველებს აძლევს საშუალებას, ახალი ტექნიკითა და მიზანმიმართული მუსიკალური აქტივობებით გაადვილონ ინტერაქცია, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის მხარდასაჭერად და პიროვნებაზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი ისტორია
ჩვენი საფუძვლები რუმინეთის ბავშვთა სახლებიდან იწყება, სადაც ჩვენი დირექტორი, ალექსია ქუინი მუშაობდა მოხალისედ 1992 წელს. ადგილობრივ სპეციალისტებს სჭირდებოდათ ტრენინგი, რათა თავად გაეუმჯობესებინათ მუშაობის ტექნიკები. მან დაინახა, რომ სპეციალისტებს შთააგონებდათ ის, თუ როგორ აღმოჩნდა მუსიკა ძლიერი ინსტრუმენტი ადამიანების დასაკავშირებლად და თუ როგორ აძლევდა მძიმე ცხოვრებას ახალ აზრსა და მნიშვნელობას.
ალექსიამ დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია და შეიმუშავა სასწავლო მოდელი, რომელმაც მომვლელებს მისცა მხარდაჭერა, თავდაჯერებულობა, რესურსები და გამოცდილება ახალი ტექნიკისა და მუსიკალური აქტივობების გამოსაყენებლად.
ჩვენი ორგანიზაციის ზრდის პარალელურად, ჩვენმა რეპუტაციამ, როგორც კეთილსინდისიერმა ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია ეფექტიანი, მდგრადი პროექტებით, წარმოშვა ახალი მოთხოვნები რუმინეთის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ( გაიგეთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ).
დისტანციური სწავლება
როგორც ორგანიზაცია, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვაუმჯობესებთ ჩვენს სასწავლო პროგრამებსა და მხარდაჭერის სერვისებს, რათა მუსიკის გამოყენებით გავაძლიეროთ ზრუნვის ხარისხი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს სარგებელი ამ პროგრამიდან.
ამან გვიბიძგა შეგვემუშავებინა ჩვენი დისტანციური სწავლების პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მცირეწლოვანი ბავშვების მომვლელებისთვის, რომელიც 2010 წელს რუმინეთში ამოქმედდა და შემდგომში გავრცელდა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე (2015), იორდანიაში (2022) და საქართველოში (2023).
ჩვენი საქმიანობისა და სასწავლო აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს მთავარ ვებგვერდს: www.musicastherapy.org.